მთავარისიახლეებიმსოფლიო58-ე არმიის ყოფილმა მეთაურმა უკრაინაში მეშვიდე რუსი გენერლის მოკვლა დაადასტურა

58-ე არმიის ყოფილმა მეთაურმა უკრაინაში მეშვიდე რუსი გენერლის მოკვლა დაადასტურა

Published on

58-ე არმიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა ანდრეი გურულევმა დაადასტურა, რომ უკრაინაში დაიღუპა მორიგი გენერალი – გენერალ-ლეიტენანტი ოლეგ ცოკოვი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გენერალი ცოკოვი ანექსირებული ბერდიანსკის საარტილერიო დაბომბვის დროს დაიღუპა, რუსულმა და უკრაინულმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს, რის შესახებაც რუსეთის თავდაცვას კომენტარი არ გაუკეთებია. 

გურულევმა ასევე განაცხადა, რომ 2022 წლის სექტემბერში ცოკოვი მძიმედ დაიჭრა:

“ის ძლივს გამოიყვანეს, მძიმედ იყო დაჭრილი, ძლივს გადარჩა და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეეძლო არც დაბრუნებულიყო ფრონტზე, მაგრამ მაინც დაბრუნდა”, – თქვა გურულევმა.

საერთო ჯამში, ცოკოვი რიგით მეშვიდე რუსი გენერალია, რომელიც დადასტურებულად მოკლეს რუსეთ-უკრაინის ომში.  

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...