მთავარისიახლეებიNATO-ს სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთი ოდესასა და კიევს დრონებით თავს დაესხა

NATO-ს სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთი ოდესასა და კიევს დრონებით თავს დაესხა

Published on

უკრაინის განცხადებით, სამშაბათს დილით რუსეთმა ოდესისა და კიევის მიმართულებით 28 კამიკაძე დრონი გაუშვა. ეს ხდება რამდენიმე საათით ადრე NATO-ს სამიტამდე, სადაც მოსკოვისგან მომდინარე საფრთხეების დაძლევაზე უნდა იმსჯელონ.

ოდესის პორტის სიახლოვეს მარცვლეულის და კიდევ ერთ ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც მალე ჩააქრეს.

უკრაინელი სამხედროების თანახმად, კიევის მიმართულებით გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს, თუმცა ნამსხვრევებმა რამდენიმე სახლი დააზიანა.

“მოწინააღმდეგემ ბოლო ერთ თვეში უკვე მეორედ შეუტია კიევს ჰაერიდან”, – წერს ტელეგრამზე კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი პოპკო.

NATO-ს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება. სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლის შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია არ გავრცელებულა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უკრაინა-NATO-ს საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 12 ივლისს ვილნიუსში იქნება.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებს გამართავს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...