მთავარისიახლეებირუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ქუთაისის აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა

რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ქუთაისის აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა

Published on

რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ქუთაისის აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა. მოსკოვიდან გამოფრენილი თვითმფრინავი აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაჯდა. მგზავრების უმეტესობას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

“სტუმრად ჩამოვედი ნათესავებთან, წინა წელს ვიყავი და ძალიან მომწონს აქაურობა, ამიტომაც კიდევ ერთხელ სიამოვნებით გესტუმრეთ. როგორ? რუსეთს აქვს ოკუპირებული [საქართველო]? ეს არ არის სწორი, შესაძლოა თქვენ ასე წარმოგიდგენიათ, მაგრამ ეს ასე არაა”, – თქვა ერთ-ერთმა ჩამოფრენილმა.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ რეისი 10 ივლისს, 23:00 საათზე დაჯდებოდა, თუმცა უამინდობის გამო ფრენა გადაიდო. ოპოზიციის ნაწილი და აქტივისტები აპირებდნენ მას აქციით დახვედროდნენ. რეისი დღეს პროტესტის გარეშე დაეშვა.

დღესვე Red Wings-მა სოჭი-თბილის-სოჭის მიმართულებით რეისიც უნდა შეასრულოს.

ცნობისთვის, Red Wings-მა საქართველოში ფრენების უფლება მაისში მიიღო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები 2 ივნისიდან, კვირაში სამი სიხშირით უნდა დაწყებულიყო. რეისების შესრულება ამის შემდეგ რამდენჯერმე გადაიდო.

რუსულ ავიაკომპანიას პირდაპირი ფრენები 15 ივნისიდან უნდა დაეწყო, თუმცა რეისები რამდენჯერმე გადაიდო. ავიაკომპანია რეისებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების არარსებობის გამო ვერ იწყებდა.

ავიაკომპანია უკრაინას სანქცირებული ჰყავს. ამასთან, 2022 წელს, შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა Red Wing-ის ორ თვითმფრინავს რუსეთსა და ბელარუსში შესრულებული ფრენების გამო სანქციები დაუწესა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....