“კავკასიურ კავშირში” გაერთიანებული ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
მიმართვის ინგლისური ვერსია უკვე გაეგზავნა სალომე ზურაბიშვილს. მასში ნათქვამია რომ ხელისუფლების მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის იგნორირება მომაკვდინებელია საქართველოსთვის და მას შურისძიებით შეპყრობილ რუსეთის დანაშაულებრივ რეჟიმთან ანათესავებს.
“საქმის ასეთი ვითარება უკიდურესად ნეგატიურად წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც თითქოსდა მუხლებზეა დაყენებული და რუსეთის რეჟიმის დავალებით, აბუჩად იგდებს მიხეილ სააკაშვილს. ხელისუფლების მიერ აღნიშნული საქმის იგნორირების გაგრძელება მომაკვდინებელია საქართველოსთვის და მას მხოლოდ ოპოზიციონერთან მიმართებაში შურისძიებით შეპყრობილ რუსეთის დანაშაულებრივ რეჟიმთან ანათესავებს. ვითხოვთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, გამოიყენოთ კონსტიტუციური უფლებამოსილებები, დაიცვათ თქვენი სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივა და ქართველი ხალხის კარგი რეპუტაცია. ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო რეაბილიტაცია თურქეთის სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში და თურქეთში ექსტრადიციის პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა”, – ნათქვამია განცხადებაში.