მთავარისიახლეებიშენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში - არახამიას პასუხი კობახიძეს

შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში – არახამიას პასუხი კობახიძეს

Published on

უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია “ოცნების;’ თავმჯდომარე კობახიძის იმ განცხადებებს პასუხობს, სადაც ის არახამია “უსამშობლოდ” მოიხსენიებს:

“რაც შეეხება არახამიას, მას არ აქვს სამშობლო”…
პასუხი კობახიძეს-შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში. მოვა დრო და ქვეყანა გაიგებს, რომ საქართველოს პოლიტიკური ინტერესების პლატფორმად იყენებ და სინამდვილეში რუსეთია შენი სამშობლო, სადაც გაქცევა მოგიწევს, რადგან სხვაგან არსად მიგიღებენ.
შენნაირებისგან გათავისუფლებით იზეიმებს საქართველოც და უკრაინაც მტერზე გამარჯვებას, რასაც როგორც ხედავ, წარმატებით ვახერხებთ.” წერს დავით არახამია.

შეგახსენებთ, დავით არახამია გაგრიდან დევნილია. მას საქართველოს დატოვება ბავშვობაში, აფხაზეთის ომისა და რუსული ოკუპაციის გამო მოუწია.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...