მთავარისიახლეებიმამუკა წოწერიამ ზუგდიდს ბოტანიკურის დირექტორად კლასელი დანიშნა - მერმა ააიპებში შტატებიც დაამატა

მამუკა წოწერიამ ზუგდიდს ბოტანიკურის დირექტორად კლასელი დანიშნა – მერმა ააიპებში შტატებიც დაამატა

Published on

ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ კლასელები, უახლოესი მეგობრები და “ქართული ოცნების” პარტაქტივი ააიპებში დაასაქმა. 2 კვირის წინ, წოწერიამ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის 14-ვე ააიპიში საშტატო ერთეულები გაიზარდა. ყველა მათგანს მინიმუმ 5 ახალი შტატი დაემატა, სადაც “ოცნების” კოორდინატორები და ის ადამიანები დანიშნეს, რომლებიც არჩევნების დროს საარჩევნო უბნების დარბევაში, ამომრჩევლებისთვის პირადობების მოტყუებით ჩამორთმევასა და ხელისუფლების დაორგანიზებული აქციების მონაწილეები იყვნენ და ცოცხებს არიგებდნენ.

მაგისთანებისთვის – არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორად დაინიშნა შალვა აკუმავა რომელიც მამუკა წოწერიას კლასელი და ნათელმირონია; ამავე ბოტანიკური ბაღის დაცვის უფროსად დანიშნა “ოცნების” დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ძმა. ოპოზიციის ინფორმაციით, ის მეტადონის პროგრამაშია ჩართული, თუმცა ბოტანიკურის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამჟამად ეს ასე არაა.

ბოტანიკურ ბაღში, ერთ-ერთი განყოფილების უფროსად გადაიყვანეს ზუგდიდის მერის მოადგილის, მაიზერ ნანავას ცოლი, რომელიც იქამდე ბიბლიოთეკის ააიპში მუშაობდა, თუმცა სავარაუდოდ იმის გამო რომ ბოტანიკურში ხელფასი გაცილებით მაღალია, მან სამსახური შეიცვალა.

გიდად დაინიშნა “ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ჩიქოვანის რძალიც.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...