მთავარისიახლეებიპუტინი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს სააკაშვილს, ამაზე მკაცრი შეფასება შეუძლებელია - არესტოვიჩი

პუტინი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს სააკაშვილს, ამაზე მკაცრი შეფასება შეუძლებელია – არესტოვიჩი

Published on

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი და უკრაინელი პოლიტიკოსი, ოლექსი არესტოვიჩი გამოეხმაურნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ფეიგინის გადაცემაში მათ თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის დღის წესრიგით მოქმედებს.

“ამ ფოტოებზე სააკაშვილის ცნობა შეუძლებელია. ზელენსკის მიერ მიღებული ზომები საკმაოდ შემაძრწუნებელია, საქართველოს ხელისუფლება, გასაგებია, რომ იყიდა კრემლმა, მაგრამ გამოსავალი უნდა იყოს, მათ შორის სააკაშვილის ბედთან დაკავშირებით. პრეზიდენტი ზურაბიშვილიც ვერ უშველის თავს, თუმცა ცნობილია, რომ ის ივანიშვილს უჭირავს”, – თქვა ფეიგინმა.

პირდაპირ ეთერში ჩატარდა გამოკითხვაც, რომელში მონაწილე 76 000-ზე მეტი მაყურებელის 89%-მა განაცხადა, რომ სქართველოს ხელისუფლება პრომოსკოვურია.

“პუტინი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს სააკაშვილს. ამაზე უფრო მკაცრი შეფასება შეუძლებელია, რა უნდა ვთქვა, საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსში, რითიც მმართველი პარტია მომავალ არჩევნებში გამარჯვებას ინაღდებს. გარდა ამისა, თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენების სიხშირე გაიზარდა, გაიზარდა იმპორტი, საქართველო ეხმარება რუსეთს, მათი ტერიტორიები ოკუპირებულია. მოკლედ, ყველაფერი ძალიან მოსკოვურია”, – თქვა არესტოვიჩმა.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...