მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
“ღრმად შეწუხებული ვარ სასამართლოდან მიხეილ სააკაშვილის შემაშფოთებელი სურათებით, რომელიც აჩვენებს ჯანმრთელობის მძიმე გაუარესებას ციხეში ყოფნის პერიოდში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პრიორიტეტად დააყენოს მისი კეთილდღეობა და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ”, – წერს მაია სანდუ.
ცნობისთვის, 3 ივლისს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეო და ფოტო მასალას მალევე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებები და ხელისუფლების კრიტიკა. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, მან მოითხოვა, რომ სააკაშვილი უკრაინას გადასცენ.