მთავარისიახლეებიმე მგონი პირდაპირი მნიშვნელობით ხელისუფლების განზრახვა ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალოს პატიმრობაში...

მე მგონი პირდაპირი მნიშვნელობით ხელისუფლების განზრახვა ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალოს პატიმრობაში – არახამია

Published on

უკრაინის მმართველი პარტიის, “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია “მთავარი არხის” ეთერში ამბობს, რომ ხედავს მცდელობას მიხეილ სააკაშვილის მოკვდინების საქართველოს ხელისუფლების მხირდან.

მისი თქმით, პირველი, რასაც უკრაინა ახლა ელის არის საერთაშორისო სამედიცინო პერსონალის მიხეილ სააკაშვილთან დაშვება და იმ დასკვნების გათვალისწინება, რასაც ისინი გააკეთებენ.

არახამიას განცხადებით, ხელისუფლების მხირდან ტყუილები სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იმ ფოტოებითაც დასტურდება, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ნახეს.

“ეს ტყუილები სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, ფაქტობრივად დადასტურებულია, რომ ეს ტყუილია იმ მოხსენებებში, რომლებიც საერთაშორისო ექიმებმა გააკეთეს. მათ თავიანთი რეკომენდაციები გასცეს თავის დროზე, რომ მომხდარიყო მისი გადაყვანა ციხიდან საავადმყოფოში და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მოგეხსენებათ, წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული სხვადასხვა ევროპული ქვეყნის, იმისთვის, რომ ის მოენახულებინათ, მაგრამ უარი ეთქვათ არა მარტო პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩამოვიდნენ, არამედ საერთაშორისო ცნობად სამედიცინო პერსონალსაც რომლებიც მზად იყვნენ ჩართულიყვნენ ამ პროცესებში. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც დაკავშირებულია იმ მხარდაჭერასთან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა ამ მხრივ აჩვენებს, და როგორია ამაზე პასუხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ყველაფერი ეს ამ სურათზე ჩანს, ეს არის მცდელობა მიხეილ სააკაშვილის მოკვდინების საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. […]

რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი, რაც უნდა იქნას გადადგმული ეს არის როგორ თქვენ ახსენეთ საერთაშორისო სამედიცინო პერსონალის/ექიმების დაშვება მიხეილ სააკაშვილთან. და აუცილებლად იმ დასკვნების გათვალისწინება, რასაც ისინი გააკეთებენ. ამ სურათების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ ვნახეთ, თავისთავად ცხადია, თუ დადგენილება იქნება მიღებული მისი მესამე ქვეყანაში გადაყვანის შესახებ, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელიც არის და სასურველიც, მით უმეტეს ჩვენი მხრიდან. მაგრამ ისინი [საქართველოს ხელისუფლება] ამ თემაზე დიალოგს არც კი იწყებენ. პასუხი არ მაქვს იმაზე თუ როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება, მე მგონი პირდაპირი მნიშვნელობით განზრახვა ის არის, რომ ის მოკლულ იქნას, გარდაიცვალოს პატიმრობაში და არა გათავისუფლდეს ან გადაყვანილ იქნას მესამე ქვეყანაში, მე არ ვიცი რა შეიძლება მოხდეს ამ მხრივ”, – თქვა არახამიამ

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...