მატარებლების მოძრაობა დღეს, 17:00 საათიდან განახლდება – საქართველოს რკინიგზა

0
177

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრისგან ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. მათივე ცნობით, საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა დღეს, 17:00 საათიდან განახლდება.

კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები:

მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:

#804 თბილისი-ბათუმი 17:05
#807 ბათუმი-თბილისი 17:15
#801 ბათუმი-თბილისი 18:20
#812 თბილისი-ბათუმი 0:35
#811 ბათუმი-თბილისი 0:45
#869 ზუგდიდი-თბილისი 17:25
#874 თბილისი-ფოთი 17:30.
შეგახსენებთ, მეწყრის გამო პირველ, 2 ასევე 3 ივლისის დღის პირველ ნახევარში საქართველოს რკინიგზის რეისები გაუქმდა.

წინა სტატიადღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო
შემდეგი სტატიაქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური