მთავარისიახლეები2008 წელს ორ-დღე-ნახევარში წააგო სააკაშვილმა ომი - კობახიძე

2008 წელს ორ-დღე-ნახევარში წააგო სააკაშვილმა ომი – კობახიძე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაუმჯობესებულია და შესადარებლად 2008 წლის აგვისტოს ომი მოჰყავს.

კობახიძის თქმით, 2008 წელს ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ომი ორ-დღე-ნახევარში წააგო.

“ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად გაუმჯობესებულია. თქვენ გახსოვთ, 2008 წელს ორ-დღე-ნახევარში წააგო სააკაშვილმა ომი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ჩვენ გვყავდა საუკეთესოდ გაწვრთნილი ჯარისკაცები და ძალიან დიდი შემართების ჯარისკაცები, წარმოიდგინეთ, გიგი უგულავა იყო იმ ომის არაფორმალური სარდალი და მიუხედავად იმისა, რომ გვყავდა საუკეთესოდ გაწვრთნილი ჯარისკაცები ორ-დღე-ნახევარში წააგეს ომი. რეალურად 8 აგვისტოს გამთენიისად დაიწყო, 7 აგვისტოს ღამე იყო, როგორც ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, როცა დაიწყო ომი და 10 აგვისტოს სააკაშვილმა ცალმხრივად გამოაცხადა კაპიტულაციის თაობაზე. ორ-დღე-ნახევარში წააგო სააკაშვილმა, არა ჯარისკაცებმა, სააკაშვილმა წააგო ეს ომი. ამის შემდეგ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა ფუნდამენტურად გაძლიერდა, სისტემაა მოწესრიგებული, მადლობა ღმერთს უგულავა აღარაა მთავარსარდალი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...

ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი, რომელიც მოლდოვიდან ოსლოში მიფრინავდა დრონის შეჯახებას გადაურჩა. ამის შესახებ...

ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან-ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა,...

ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება… ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება -აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

ეს არის საფრანგეთში ჩატარებული ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება. ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე...