უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ლიმანის, ბახმუტისა და მარინკის მიმართულებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელ სამხედროებსა და ოკუპანტებს შორის 46 შეტაკება დაფიქსირდა.
უკრაინული მხარის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე 1 სარაკეტო და 27 საავიაციო დარტყმა განახორციელა და 80-ჯერ გაისროლა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.
უკრაინულმა ავიაციამ დღე-ღამის განმავლბოაში მიიტანა 10 იერიში მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის პოზიციებზე, 2 – საზენიტო-სარაკეტო დანადგარებზე, 1 კი მართვის პუნქტზე.