რაც გინდათ ის დაუძახეთ, ვინ არის ამ განცხადების ავტორი? დაიხმარეთ დარბაზი – წითლიძის შეკითხვები ღარიბაშვილს

0
166

“თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმ სახელით მოიხსენიეთ… ვინ არის ამ განცხადების ავტორი?”- ამ შეკითხვით მიმართა ენმ-ის დეპუტატმა ანა წითლიძემ პრემიერ ღარიბაშვილს – “თუ არ ახსოვს შეუძლია გამოიყენოს დარბაზში უმრავლესობის დახმარება” – თქვა წითლიძემ, რომელმაც საპარლამენტო დარბაზში ბიძინა ივანიშვილის იმ ცნობილი ჩანაწერიდან ფრაზები წაიკითხა, სადაც ოლიგარქი ღარიბაშვილს არაკომპეტენტურს უწოდებს და ამბობს – “რაც გინდათ ის დაუძახეთ”

კითხვა მეორე- ეთანხმება თუ არა ირაკლი ამ გამოთქმულ მოსაზრებას და შეფასებას მასზე, რომ ის არის არაკომპეტენტური და შეგვიძლია რაც გვინდა ის დავუძახოთ;

კითხვა მესამე- მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ამ ირაკლის არ ანდო მისი მცირე კაპიტალიც კი, რატომ უნდა ებაროს მას ამ ქვეყნის ბედი და ყველაზე ტრაგიკული რაც არის ისაა, რომ ერთადერთი ფუნქცია ირაკლის აქვს ის, რომ თავისი სულელური განცხადებებით გადაფაროს მეორე ირაკლი – კობახიძე, რომ ვაიდა უცებ პრემიერის პოსტი არ დაკარგოს და კობახიძემ არ ჩაანაცვლოს. ამიტომაც, სერიოზულად საუბარს ამ ირაკლისთან არ ვაპირებ” თქვა წითლიძემ.

ეს შეკითხვები ღარიბაშვილს არ მოუსმენია, რადგან დარბაზში არ იმყოფებოდა.

წინა სტატიადღეს საპარლამენტო ტრიბუნასთან თქვენი სახით დგას ქვეყნის მოღალატე – ბოკუჩავა ღარიბაშვილს
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილის არაეთიკურ შეკითხვას პრემიერისადმი, პარლამენტის დარბაზში ხმაური მოჰყვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური