თბილისში, ერისთავის ქუჩის საცხოვრებელი სახლიდან გასული 10 წლის ბავშვი, რომელიც რამდენიმე საათი არ ჩანდა და დაკარგულად ითვლებოდა, უვნებელი იპოვეს, ის თავს კარგად გრძნობს და ოჯახში დააბრუნეს.
ბავშვი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაახლოებით ღამის ორ საათზე იპოვეს.