მთავარისიახლეებიორ ბოდიშს ვითხოვთ ქვეყნის შიგნით და გარეთ - პაპუაშვილი

ორ ბოდიშს ვითხოვთ ქვეყნის შიგნით და გარეთ – პაპუაშვილი

Published on

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყნის შიგნით და გარეთ, პოლიტიკოსებისგან ორ ბოდიშს მოითხოვენ.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, ბოდიშს ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდებაში დახმარების საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციებზე.

პაპუაშვილის თქმით, სანქციების კომისიის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტმა დაამტკიცა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მასობრივი დეზინფორმაციული კამპანია იყო აგორებული.

“სამწუხაროდ, ამხელა მასშტაბის დეზინფორმაციული კამპანია იყო საქართველოს წინააღმდეგ, რომ ევროპარლამენტსაც კი მიაღებინეს ორი რეზოლუცია, რომელშიც პირდაპირ ეწერა ტყუილი და ეს დადასტურდა გუშინ. კიდევ ერთხელ, ერთი ვთქვით რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ველით ბოდიშს, როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიებისგან და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, რომელიც საქართველოს აბრალებდა რომ თითქოს აქ ხდება სანქციების გვერდის ავლა. ჯერჯერობით სააკაშვილთან დაკავშირებით ბოდიში ვერ მოვისმინეთ, ახლა ეს საკითხით დაემატა. ორ ბოდიშს ვითხოვთ, ერთი სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ სიყალბეს ავრცელებდნენ ქვეყნის შიგნით და გარეთ და მეორე – ბოდიშს მოველით ასევე, რომ სანქციებთან დაკავშირებით ხდებოდა დეზინფორმაციების გავრცელება”, – ამბობს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 ივნისს, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ სანქციების კომისიის კოორდინატორები.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...