მთავარისიახლეებისაზოგადოებაკრამატორსკზე თავდასხმის შედეგად 14 წლის დები დაიღუპნენ

კრამატორსკზე თავდასხმის შედეგად 14 წლის დები დაიღუპნენ

Published on

უკრაინული მხარის ცნობით, 27 ივნისს საღამოს, კრამატორსკზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. დაშავდა 60 ადამიანი.

ადგილობრივმა საკრებულომ დაადასტურა, რომ დაღუპულებს შორის არიან 14 წლის ტყუპი დები – იულია და ანა აქსენჩენკოები. საკრებულოს მიერ “ტელეგრამზე” გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ მე-8 კლასი დაამთავრეს და სექტემბერში 15 წლისები ხდებოდნენ. დაღუპულ მოზარდებს შორის არის კიდევ ერთი 17 წლის გოგო.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ცნობისთვის, 27 ივნისის ღამეს რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში კვების ობიექტს დაარტყეს. დაჭრილებს შორის 3 უცხოელია.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...