მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯონ კირბი - „ვაგნერის“ წინააღმდეგ საჭირო ზომების მიღებას გავაგრძელებთ

ჯონ კირბი – „ვაგნერის“ წინააღმდეგ საჭირო ზომების მიღებას გავაგრძელებთ

Published on

შეერთებული შტატები გააგრძელებს კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერზე“ ზეწოლას, რათა მის დაქირავებულ მებრძოლებს ჩამოართვან შესაძლებლობა, დათესონ ქაოსი და ძალადობა მსოფლიოში, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

”ვფიქრობ, იცით, რომ ვმუშაობთ იმაზე, რომ “ვაგნერს” პასუხისმგებლობა დაეკისროს. ის ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების სიაშია შეტანილი. ჩვენ მათ სანქციები დავუწესეთ. გავაგრძელებთ საჭირო ზომების მიღებას, რათა შევზღუდოთ მათი შესაძლებლობები, გააგრძელონ ქაოსისა და ძალადობის დათესვა, სადაც არ უნდა იყვნენ“, – აღნიშნა კირბიმ.

ამასთან, მისი თქმით, ნაადრევია იმის თქმა, თუ სად წავა „ვაგნერი“, როგორც ორგანიზაცია, ან სად წავა მისი ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ამ კომპანიის ხელმძღვანელობის თვალსაზრისით.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასევე დასძინა, რომ პრიგოჟინის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ცნობისათვის, ორი დღის წინ გამოცემა The Wall Street Journal-მა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც ევგენი პრიგოჟინმა ამბოხების მცდელობა მოაწყო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, აფრიკაში “ვაგნერის” “ოქროს ბიზნესის” წინააღმდეგ დაგეგმილი სანქციების დაწესება გადაედო.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...