მთავარისიახლეებიმსოფლიოპრიგოჟინის ამბოხმა 13 პილოტი იმსხვერპლა, "ვაგნერის" შეფი ოჯახებს 50-50 მლნ. რუბლს გადაუხდის

პრიგოჟინის ამბოხმა 13 პილოტი იმსხვერპლა, “ვაგნერის” შეფი ოჯახებს 50-50 მლნ. რუბლს გადაუხდის

Published on

რუსი “ვოენკორები”(სამხედრო კორესპონდენტები) წერენ, რომ ევგენი პრიგოჟინისდ ამბოხმა, მინიმუმ, 13 რუსი პილოტი შეიწირა, ასე რომ “ვაგნერის” შეფის განცხადება, თითქოს ისე მივიდა მოსკოვამდე 100 კილომეტრის დაშორებით, რომ “რუსების სისხლი არ დაუღვრია”, მთლად სიმართლეც არ არის. 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ რუსეთმა აჯანყების პერიოდში დაკარგა 7 ბორტი, მათ შორის სამი ვერტმფრენი Ми-8 МТПР , ხოლო სხვადასხვა წყაროების მიხედვით, დაიღუპა 20-მდე პილოტი. 

კრემლის წყაროებთან დაახლოებული Readovka წერს, რომ პრიგოჟინის აჯანყების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა კი პილოტი იყო. მათივე ინფორმაციით, ჩამოგდებული Ил-18-ის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა.

ამას გარდა, ვაგნერელებმა ჩამოაგდეს Ка-52 “Аллигатор”, რომლის ეკიპაჟი, ასევე, დაიღუპა. მოგვიანებით, რუსმა ვოენკორებმა ისიც დაწერეს, რომ პრიგოჟინი დაღუპულთა ოჯახებისთვის 50 მილიონი რუბლის გადახდას დათანხმდა. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...