მთავარისიახლეები"საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე დღეს ჩვენებას ბადრი ესებუა მისცემს

“საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე დღეს ჩვენებას ბადრი ესებუა მისცემს

Published on

“საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე დღეს ჩვენებას ბადრი ესებუა მისცემს – ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ განაჩენი დღესვე გამოცხადდეს
დღეს ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თე­ბა.

ესე­ბუ­ას ად­ვო­კა­ტის, იო­სებ ჯა­ნა­ში­ას თქმით, სა­სა­მარ­თლო ბრალ­დე­ბულს მო­უს­მენს. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს და სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას სა­სა­მარ­თლოს კი­დევ ერთხელ გა­აც­ნობს. ჯა­ნა­შია არ გა­მო­რი­ცხავს, რომ გა­ნა­ჩე­ნი დღეს­ვე გა­მო­ცხად­დეს.

შე­გახ­სე­ნებთ, ბად­რი ესე­ბუ­ას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის გამო 4 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა უკვე მი­ე­სა­ჯა. საქ­მე ეხე­ბა 2023 წლის 8 თე­ბერ­ვალს, ჯი­ხაშ­კარ­ში, ესე­ბუ­ას და­კა­ვე­ბის დროს აღ­მო­ჩე­ნილ ია­რაღს. ბრალს აღი­ა­რებს და­კა­ვე­ბუ­ლიც. “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ძარ­ცვის საქ­მე­ზე კი, ესე­ბუა ბრალს ამ დრომ­დე არ აღი­ა­რებს.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დიდ­ში, “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­დამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. ბად­რი ესე­ბუა მიმ­დი­ნა­რე წლის 8 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...