მთავარისიახლეებიევროინსტიტუციებში ნათქვამია, რომ 12-დან 8-9 პუნქტი არაა შესრულებული და ძალიან ცოტა დრო...

ევროინსტიტუციებში ნათქვამია, რომ 12-დან 8-9 პუნქტი არაა შესრულებული და ძალიან ცოტა დრო რჩება – გუგულაშვილი

Published on

ევროკომისია დღეს ევროკავშირის ელჩებსა და ევროპის საქმეთა მინისტრებს საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულება-არშესრულებაზე მოხსენებას წარუდგენს. შეხვედრები ბრიუსელსა და სტოკჰოლმში დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში საუბარი იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ 12-დან 3 რეკომენდაცია სრულადაა შესრულებული და რომ საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას, სასამართლო რეფორმებს, დეოლიგარქიზაციასა და მედიის თავისუფლებას.

სწორედ მედიის პლურალიზმია ის პუნქტი, რომელზეც ევროკომისიის შეფასებით, “არანაირი პროგრესი” არ არის და რომელზეც მოხსენება ხაზს უსვამს, რომ საჭიროა ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მფლობელების უფლებების დაცვის დონის ამაღლება და მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილება.

“ძალიან მკვეთრად არის უკვე ევროინსტიტუციებში ნათქვამი, რომ 12 პუნქტიდან 8-9 პუნქტი აშკარად არ არის შესრულებული და ძალიან ცოტა დრო რჩება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან იმედის გამაცრუებელი. ეს ყველაფერი არ კეთდება, მაშინ, როცა შეიძლებოდა მაგალითად უზენაესი სასამართლოს ეტაპი გამოეყენებინათ და აქ მაინც ეჩვენებინათ, რომ გარკვეული დემოკრატიული მექანიზმი, გარკვეული რაღაც მუშაობს.

როცა პარტნიორი გეუბნება, რომ ამ 12 პუნქტიდან 9-8 პუნქტი არ არის, მე ვერ ვხედავ ნაბიჯებს და ამ შემთხვევაში თქვენ მერე თქვენ საკუთარ ქვეყანაში ამომრჩევლებს ეუბნებით როგორი ცუდია ევროპა, როგორ თავს გახვევს რაღაცეებს, ეს უკვე ევროპელებისთვის არის არაადეკვატური”, – ამბობს ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის საპარლამენტო მრჩეველი, თამარ გუგულაშვილი.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...