მთავარისიახლეებისაზოგადოებამელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით უკრაინის წინსვლა გრძელდება - გენშტაბი

მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით უკრაინის წინსვლა გრძელდება – გენშტაბი

Published on

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები წინსვლასა და ახალი ადგილების დაკავებას აგრძელებენ. გენშტაბი აღნიშნავს, რომ იმ ადგილებიდან, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები იცავს, არცერთი არ დაკარგულა.

“შეტევითი მოქმედებები გრძელდება მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, კერძოდ: გასული დღის განმავლობაში, ნოვოდარივკა – პრიიუტნეს, მაკარივკა – რივნოპილისა და ნოვოდანილივკა – რობოტინეს მიმართულებებით უკრაინელმა სამხედროებმა ნაწილობრივ წარმატებებს მიაღწიეს, ისინი დამკვიდრებული არიან მიღწეულ ხაზებზე.

მტერს ძირითადი ძალისხმევა ჰქონდა თავდაცვაზე, ჩვენი ჯარების წინსვლის აღკვეთაზე, რეზერვების გამოყენებით დაკარგული პოზიციების აღდგენაზე”, – თქვა გენშტაბის პრესსპიკერმა.

როგორც გენშტაბი აღნიშნავს, რუსები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინი მიმართულებებზე. უწყების თქმით, ამ მიმართულებებით მძიმე ბრძოლები გრძელდება.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...