მთავარისიახლეებისაზოგადოებაარცერთი ანტიდასავლური განცხადება არ გაგვიკეთებია - კობახიძე

არცერთი ანტიდასავლური განცხადება არ გაგვიკეთებია – კობახიძე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მათ ანტიდასავლური განცხადებები არასდროს არ გაუკეთებიათ. კობახიძის თქმით, “ოცნებას” “პროქართული და პროდასავლური” რიტორიკა აქვს და ამ ხაზს მიჰყვებიან.

“ჩვენ არასდროს არ გვქონია ანტიდასავლური განცხადებები. არცერთი ანტიდასავლური განცხადება არ გაგვიკეთებია. ჩვენ ხანდახან გვიწევდა, რა თქმა უნდა, შეფასებების გაკეთება მათ არაობიექტურ განცხადებებთან დაკავშირებით, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ არის ანტიდასავლური რიტორიკა. ჩვენი რიტორიკა არის პროქართული, პროდასავლური და ყოველთვის მივყვებით ამ ხაზს,” – განაცხადა კობახიძემ.

მმართველი გუნდის თავმჯდომარემ კანდიდატის სტატუსზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სტატუსი ეკუთვნის როგორც ხალხს, ასევე ხელისუფლებას.

“რაც შეეხება 12 პუნქტს, ჩვენ პირნათლად შევასრულეთ, დასრულდება ეს პროცესი ბოლომდე, ამ თვის დასასრულს და, რა თქმა უნდა, გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. შარშან, ივნისშიც გვეკუთვნოდა და წელსაც გვეკუთვნის. ეს სტატუსი ეკუთვნის როგორც ხალხს, ასევე იმ ხელისუფლებას, რომელიც ამ ხალხმა აირჩია. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმაცია ხალხის მხრიდან და ეს ლეგიტიმაცია დასტურდება, მათ შორის, განახლებული სოციოლოგიური კვლევის მონაცემებით,” – აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, ევროკომისია დღეს და ხვალ ევროკავშირის ელჩებსა და ევროპის საქმეთა მინისტრებს საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულება-არშესრულებაზე მოხსენებას წარუდგენს. შეხვედრები ბრიუსელსა და სტოკჰოლმში გაიმართება.

სიახლეები

პირველი შეხვედრა რუსეთის სპეცწარმომადგენელთან, სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება – კობახიძე

 ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება და პირველი...

ჩვენ ვცდილობთ საქართველოს მთავრობასთან მუშაობას, ვიწვევთ, მაგრამ სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის – მარტა კოსი

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. საუბარია დაკავშირებადობის მინისტერიალზე ქართული მხარის არ...

უკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 55%-ზე მეტი უკვე შეაჩერა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული ძალების იერიშების შედეგად, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების ნახევარზე მეტმა...

1 დეკემბრიდან ესტონეთი რუსეთთან ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს

“ამ ყველაფრის სანდოობას გადავამოწმებთ. თუმცა, თუ ეს მათი რეალური გეგმებია, მაშინ ისინი აგრესიული და...