მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინა ყირიმისა და სხვა ტერიტორიის გათავისუფლების გზას დაადგა - ბენ ჰოჯესი

უკრაინა ყირიმისა და სხვა ტერიტორიის გათავისუფლების გზას დაადგა – ბენ ჰოჯესი

Published on

“უკრაინა ყირიმის გათავისუფლებისა და საკუთარი ტერიტორიიდან რუსული ძალების განდევნის ოპერაციას დაადგა”, – ამბობს გენერალი, ევროპაში ნატოს ჯარების ყოფილი სარდალი ბენ ჰოჯესი, “ესპრესოს” ეთერში.

გენერალმა დაამატა, რომ უკრაინელები ასუსტებენ რუსეთის თავდაცვის ძალებს, ეძებენ სუსტ წერტილებს, იგერიებენ და უკანდახევას აიძულებენ მტერს იმ ადგილებში, სადაც ძირითადი შეტევითი ოპერაციები უნდა ჩატარდეს.

მისივე თქმით, კონტრშეტევის დაწყება უკრაინის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ მისი (კონტრშეტევის) ძირითადი ფაზა ჯერ არ დაწყებულა:

“მე მხედველობაში ის მაქვს, რომ მომდევნო რამდენიმე დღე ძალიან მძიმე იქნება, მაგრამ ველოდები, რომ მომდევნო რამდენიმე კვირაში ჩვენ უკრაინის უფრო მეტი წარმატებისა და მათი ძალების წინსვლის პროგრესირებადი დინამიკის მოწმე ვიქნებით”, ამბობს ამერიკელი გენერალი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...