მთავარისიახლეებიწულუკიანს სასამართლო დავა კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო

წულუკიანს სასამართლო დავა კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო

Published on

კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს სასამართლო დავა კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, მედეა გვაზავამ მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) ავრცელებს, რომელიც გვაზავას იურიდიულ დახმარებას უწევდა.

GDI​-ის ცნობით, ნოტარიუსი მედეა გვაზავა თანამდებობიდან წულუკიანმა, რომელიც იუსტიციის მინისტრი იყო, 2020 წლის 22 სექტემბრის ბრძანებით გაათავისუფლა. GDI ამბობს, რომ გათავისუფლების საფუძველი “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის იმდროინდელი ჩანაწერი იყო, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსს თანამდებობაზე ყოფნის უფლება 65 წლის ასაკამდე ჰქონდა.

“თუმცა, კანონი გამონაკლისის სახით ადგენდა, რომ იუსტიციის მინისტრს შეეძლო ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაეგრძელებინა მისთვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით. ამის საპირისპიროდ, მედეა გვაზავას არ დასცალდა ესარგებლა კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობით, ვინაიდან იუსტიციის მინისტრმა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ ბევრად ადრე მიიღო, ვიდრე მედეა გვაზავას შეუსრულდებოდა 65 წელი,” – ნათქვამია GDI​-ს განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე განმარტავს, რომ გვაზავამ ძირითადი სასარჩელო დავა მოიგო, რის საფუძველზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სასამართლო გადაწყვეტილებები აღასრულა და უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა. აღნიშნულის შემდეგ ნოტარიუსმა მეორე დავა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინისტროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაავალა.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...