მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინა აგრძელებს შეტევით ოპერაციებს - ანა მალიარი

უკრაინა აგრძელებს შეტევით ოპერაციებს – ანა მალიარი

Published on

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებების განხორციელებას, ხოლო სამხრეთში ტაქტიკური წარმატება აქვთ და წინ მიიწევენ.

„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი ოპერაციების განხორციელებას და აქვთ ნაწილობრივი წარმატება. ჩვენი ჯარები მოქმედებენ მტრის საჰაერო და საარტილერიო უპირატესობის პირობებში.

იმ რაიონებში, სადაც თავდაცვაზე ვართ, არცერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს და მტერი წინსვლას ვერ ახერხებდა. აღმოსავლეთით უკრაინის თავდაცვის ძალები აწარმოებენ როგორც თავდაცვით, ასევე კონტრშეტევით მოქმედებებს.

აქ მტერი ცდილობს განდევნოს ჩვენი ჯარები დაკავებული პოზიციებიდან, აწარმოებს თავდასხმით ოპერაციებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ ლიმანში“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...