მთავარისიახლეებისაზოგადოებავიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, შევიწყალო თუ არა - ზურაბიშვილი...

ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, შევიწყალო თუ არა – ზურაბიშვილი ნიკა გვარამიაზე

Published on

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გამოცემა Українська правда-სთან ინტერვიუში ჰკითხეს “მთავარი არხის” დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე და მის შეწყალებაზე. ზურაბიშვილმა თქვა, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას და იმოქმედებს, როცა გადაწყვეტს შეიწყალოს თუ არა ნიკა გვარამია.

მან ისევ გაიმეორა, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტზე ზეწოლა არ უნდა მოხდეს.

“პრეზიდენტი – და ამაზე ვისაუბრე ევროპარლამენტში – ზეწოლის ქვეშ ვერ შეიწყალებს, რადგან მაშინ მასზე შეიძლება ზეწოლა მოხდეს შიგნიდან. დღეის მდგომარეობით, ვფიქრობ, 3 000 პატიმარი გვყავს. ზეწოლა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერმა ოჯახმა, მეგობრებმა ან გავლენის ჯგუფმა.

ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ჩემზეა. ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ მის შესაბამისად. მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, გავაკეთო ეს [შევიწყალო] თუ არა.

მაგრამ რაც ნაკლებია გარე ზეწოლა, მით უკეთესია შეწყალება. ხელისუფლებაზე ზეწოლა, პასუხის მოთხოვნა სხვა საკითხია. მაგრამ დისკრეციული შეწყალების უფლებამოსილება – ნებისმიერი ქვეყნისთვის, მცირე თუ დიდი, განურჩევლად კამპანიის მასშტაბისა – არ შეიძლება დაექვემდებაროს ზეწოლას”, – ამბობს ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ თავად გახდა ნიკა გვარამიას არაგონივრული სიტყვების სამიზნე და რომ ის წარსულში იყო პროკურორი. პრეზიდენტი ამბობს, რომ სჯერა, გამოხატვის თავისუფლება არის ალბათ ერთადერთი უფლება, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....