მთავარისიახლეებისაზოგადოებაუნდა მოგვარდეს ოლიგარქიის პრობლემა. როგორ მოგვარება ეს, მხოლოდ - ჰერჩინსკი ქართველების გადასაწყვეტია...

უნდა მოგვარდეს ოლიგარქიის პრობლემა. როგორ მოგვარება ეს, მხოლოდ – ჰერჩინსკი ქართველების გადასაწყვეტია –

Published on

საქართველომ უნდა მოაგვაროს გარეშე პირთა პირადი ინტერესებისა და გავლენების პრობლემა პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე. ეს ნიშნავს, რომ უნდა მოგვარდეს ოლიგარქიის პრობლემა- აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი და ამბობს, რომ ვენეციის კომისიამ თავის დასკვნაში მკაფიოდ განაცხადა, რომ არსებული კანონპროექტი არ არის სწორი მიდგომა – “ჩვენ ვითხოვთ არა პერსონალიზებულ, არამედ სისტემურ მიდგომას” – ამბობს ელჩი.

“საქართველომ უნდა მოაგვაროს გარეშე პირთა პირადი ინტერესებისა და გავლენების პრობლემა პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე. ეს ნიშნავს, რომ უნდა მოგვარდეს ოლიგარქიის პრობლემა. როგორ მოგვარება ეს, მხოლოდ ქართველების გადასაწყვეტია. ჩვენ მხოლოდ იმას გთავაზობთ, რომ კონსულტაციები გაიაროთ სტანდარტების საერთაშორისო დამდგენებთან – ოდირთან და ვენეციის კომისიასთან. ამ უკანასკნელმა მკაფიოდ განაცხადა ორი დღის წინ, რომ არსებული კანონპროექტი არ არის სწორი მიდგომა. ჩვენ ვითხოვთ არა პერსონალიზებულ, არამედ სისტემურ მიდგომას.

ეს ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას ეს ეხება ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, პოლიტიკური კამპანიებისა და არჩევნების დაფინანსებას, მედიის თავისუფლებას, იუსტიციის რეფორმას, მაღალი დონის კორუფციას და ასე შემდეგ, რათა მდიდარ ადამიანებს არ ჰქონდეთ საშუალება, რომ ჩაერიონ პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში.

დეტალებზე უნდა ჰკითხოთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ აქ ვართ დასახმარებლად და მზად ვართ ყველანაირი მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემის მოსაგვარებლად.

გასულ წელს, როდესაც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს მიანიჭეს ევროპული პერსპექტივა, ამავე დროს წარმოადგინეს 12 რეკომენდაცია, თუ რა მიმართულებებით უნდა მოხდეს რეფორმების დაჩქარება. ბევრი უკვე გაკეთებულია, რასაც საქართველოს მთავრობას ვულოცავ, თუმცა კიდევ არის გასაკეთებელი ბევრი რამ. მუშაობა მიმდინარეობს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ პროგრესს. ამავე დროს, ჩვენ ასევე გვჭირდება პოზიტიური, კონსტრუქციული ახალი ამბები საქართველოდან, რადგან საჭიროა ევროპული ინსტიტუტების შიგნით, ისევე როგორც 27 წევრ ქვეყანაში, საქართველოს აღქმის გაუმჯობესება, რაც ჩვენი საერთო მიზანია.

მე წესი მაქვს, რომ სხვების კომენტარებზე კომენტარებს არ ვაკეთებ, მხოლოდ ვიტყვი, რომ დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, კერძოდ კი რიგით მეხუთე, რომელიც შეთანხმებულ იქნა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო გადაჭრის პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ზედმეტი გარეშე ინტერესებისა და გავლენების საკითხს, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით კი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პრობლემაა. ვენეციის კომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ კანონპროექტში, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა, არასწორი მიდგომაა დეოლიგარქიზაციისადმი, ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება უფრო სისტემური მიდგომა, რაც გააძლიერებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს ეხება ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, პოლიტიკური კამპანიებისა და არჩევნების დაფინანსებას, მედიის თავისუფლებას, იუსტიციის რეფორმას, მაღალი დონის კორუფციას და ასე შემდეგ, რათა მდიდარ ადამიანებს არ ჰქონდეთ საშუალება, რომ ჩაერიონ პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში.” ამბობს ჰერჩინსკი

შეგახსენებთ, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით, 13 ივნისს მაშინ მიიღო, როცა ოპოზიცია სხდომას აღარ ესწრებოდა.

12 ივნისს კი ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა და კანონის მიღებას რეკომენდაციას არ გაუწია.

დასკვნაში ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ სისტემური მიდგომის ნაცვლად [რაც ინსტიტუციურ გაძლიერებას გულისხმობს], საქართველოს მთავრობამ აირჩია „პერსონალური მიდგომა“ და მისი „პოტენციური პოლიტიკური ბოროტად გამოყენება“ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს.

“ქართულ ოცნებაში” ამტკიცებენ, რომ ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის მოსაზრებები დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...