მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან იღებს ორაზროვან სიგნალებს და ამოწმებს, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა...

რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან იღებს ორაზროვან სიგნალებს და ამოწმებს, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა – ზურაბიშვილი

Published on

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “უკრაინასკაია პრავდასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან იღებს ორაზროვან სიგნალებს და ამოწმებს, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა. ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ჰკითხა, რას ფიქრობდა, რა იქნებოდა შემდეგ ნებიჯი რუსეთთან კავშირების აღდგენის თვალსაზრისით. პრეზიდენტს, ასევე, ჰკითხეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგეს.

“ვფიქრობ, ბევრი ჭორი ვრცელდება. ვფიქრობ, რომ ძირითადად რუსეთი გრძნობდა, რომ მანევრირების ადგილი არსებობს და ახლა იკვლევენ (ნიადაგს – რედ.) – ეს ძალიან ტიპიური რუსული ტაქტიკაა.

ისინი თქვენთან ომს აგებენ. ჩემი აზრით, უკვე ბევრი მიზეზით წააგეს – პოლიტიკური, ფსიქოლოგიური, საერთაშორისო. მათ სამხედრო თვალსაზრისით ჯერ არ წაუგიათ, მაგრამ ასე უნდა მოხდეს. ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ არსებობს.

ამის განცდით, ისინი ერთდროულად იღებენ რბილად რომ ვთქვათ, ორაზროვან სიგნალებს საქართველოს ხელისუფლებისგან. ახლა კი ისინი ამოწმებენ, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა”, – თქვა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ რუსეთმა გამოსცადა ფრენები, ახლა შეიძლება სცადონ რკინიგზაზე. პრეზიდენტი ამბობს, რომ ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია საქართველომ აჩვენოს მისი გადაწყვეტილება.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....