მთავარისიახლეებისაზოგადოებაყველგან მნახავთ სადაც იქნებით და ყველგან დისკომფორტს შეგიქმნით - ემზო კვარაცხელია

ყველგან მნახავთ სადაც იქნებით და ყველგან დისკომფორტს შეგიქმნით – ემზო კვარაცხელია

Published on

ემზო კვარაცხელია, რომელიც ბრიუსელში ჩასულ ღარიბაშვილს საპროტესტო შეძახილებით დახვდა და შემდეგ დააკავეს, ფეისბუქ პოსტს ავრცელებს, სადაც მომხდარის დეტალებს იხსენებს. ის წერს, რომ ფიზიკური დაზიანებები აქვს და დანიშნული აქვს ვიზიტი ექიმთან, მდგომარეობის შესაფასებლად.

გარდა ამისა, კვარაცხელია დაკავების დროს, ადგილზე მყოფი სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლების დამოკიდებულებას აღწერს:

ცოტა გრძელი პოსტი იქნება, მინდა რომ ყველაფერი მოვყვე!
გუშინ, ირაყლი ღარიბაშვილი ესტუმრა ბრიუსელს, ცხადია გვქონდა Promote Georgia მცდელობა, დავსწრებოდით ემგრანტებთან შეხვედრას და პასუხი მოგვეთხოვა მის უსამშობლო ქცევაზე, რაზეც უარი მივიღეთ. შესაბამისად, ჩვენი ერთადერთი იარაღი რჩება პროტესტი, პროტესტი ყველგან რომ ამ რუსეთის მეხოტბე მთავრობას და პროპაგანდისტ ჟურნალისტებს დისკომფორტი შევუქმნა.
აქცია პარკის შესასვლელთან დაიწყო და სრულიად მშვიდობიანად დასრულდა, მოგვიანებით გადავწყვიტე შიგნით შესვლა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, არ შემიშვეს და გადავწყვიტე წითელ ხალიჩაზე შევხვედროდი ირაყლი ღარიბაშვილს, სადაც უკვე ძალიან აგრესიულად მომვარდა ღარიბაშვილის ან საელჩოს დაცვა და სხვა თანამშრომლებიც, რომლებმაც უბრალოდ ფიზიკურად იძალადეს და კიბიდან ჩამომათრიეს, მხოლოდ იმიტომ რომ რუსული პროექტის ერთ-ერთ ლიდერს ირაყლის, შეურაცხყოფა მივაყენე.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ როგორც კი მივედი წთელ ხალიჩასთან დამინახეს პროპაგანდისტმა ჟურნალისტებმა და აბსოლუტურად არაფერი მოიმოქმედეს, მხედავდნენ როგორ ჩამომათრიეს და არცერთს არ მოსვლია თავში აზრად, გადაეღოთ ეს ინციდენტი. დაკავებული რომ ვიყავი და უკვე ხელებშეკრული, მოდის სამივე პროპაგანდისტი და უსირცხვილოდ მეკითხებიან, რა ხდება ემზარო! მე მათ ვიცნობ, თან კარგად და ამ ნაძირლობას რომ არ გავუტარებ ეგეც კარგად იციან,
დამაკავა პოლიციამ, სანამ მანქანაში ვიჯექი და არკვევდნენ რა უნდა ექნათ ჩემთვის, ზუსტად 5 მეტრში იდგნენ სახელისუფლებო პროპაგანდისტი ჟურნალისტები, დაბურული ფანჯრებიდან ვერ მხედავდნენ, მე ვხედავდი ყველაფერს და თან მესმოდა ყველაფერი. ჩემთვის არ ყოფილა სტრესული პროტესტის გამოხატვა ან დაკავება, საშინლად სტრესული და მძიმე მოსასმენი იყო, ამ პროპაგანდისტების დიალოგი ჩვენზე, ისინი დაგვცინოდნენ და პირს იქაფავდნენ, ქალბატონი ქეთევან ქარდავა სავარაუდოდ მის პროდიუსერს ურეკავდა და ვინ ცემი ფეხები არისო, მომიხსენიებდა! თამარა ნუცუბიძე უყვებოდა თავის დაქალუშკებს, რამდენიმე დღის წინ მეტროში ჩვენი შეხვედრის ამბავს, როცა მისი ადგილი მივუჩინე ვითომ კრიტიკული მედიის თანამშრომელს. დაგვცინოდნენ ყველას, ემიგრანტებს, ღირსეულ მოქალაქეებს. ამათმა ისეთი უკადრებელი იკადრეს, უბრალოდ მრცხვენია ოდესმე რომ ვესალმებოდი. ცოტახანში, ამ პროპაგანდისტებს შეუერთდა თითქოს ოპოზიციურად განწყობილი, თითქოს მებრძოლი და თითქოს ჩვენი მხარდამჭერი, რომელიც 2 კვირის წინ გვეხვეწებოდა ევროპარლამენტში შემიყვანეთო, იდგა და მხარს უბამდა ამ პროპაგანდისტებს, გვკიცხავდა ჩვენ, რომ ასე არ შეიძლება მოქცევა, ამ ქალბატონის ქცევამ კიდევ უფრო მეტი ზიანი მომაყენა, ვიდრე 3 საათით საპყრობილეში ყოფნამ, ანა ბალამწარაშვილი, არაფერი მაქვს მოსარიდებელი, არც რაიმე ვალი მაქვს თქვენი, თქვენ იყო საყვარელოთი რომ მომართავდით, თუმცა ღვინის ჭიქით ხელში, წითელ ხალიჩაზე დაივიწყეთ, რომ ვიცნობთ ერთმანეთს და რომ თქვენ გამოხატეთ მზაობა ბრძოლის! თქვენნაირი ადამიანები არიან ყველაზე მავნებლები, როგორ შეიძლება თქვენ გენდოთ რამეში! ძალიან გაბრაზებული ვარ თქვენს ქცევაზე და იცოდეთ რომ პასუხის გაცემა მოგიწევთ ადრე თუ გვიან ყველაფერზე!
მაქვს მცირე დაზიანებები ხელზე და ფეხზე, დღეს მაქვს ვიზიტი ექიმთან რომ შეაფასოს დაზიანებები, შემდეგ კი ადვოკატთან ვიზიტი. ყველას სახე ჩანს ვიდეოში, ვინც მეჯაჯგურებოდა და ძალადობდა, ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას და ჩემი სიმართლის დამტკიცებას. არ შევარჩენ ამ ძალადობას არავის!
ბოლოს ვიტყვი ერთ რამეს, არ ვაპირებ უკან დახევას, ყველგან მნახავთ სადაც იქნებით და ყველგან დისკომფორტს შეგიქმნით, იქამდე სანამ არ გა*ვამთ ხელისუფლებიდან! რუსულმა მთავრობამ უნდა გა*ვას!” წერს კვარაცხელია.

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...