მთავარისიახლეებისაზოგადოებაკონკრეტული დიპლომატები საქართველოში ახალისებენ პოლარიზაციას - კობახიძე

კონკრეტული დიპლომატები საქართველოში ახალისებენ პოლარიზაციას – კობახიძე

Published on

“თავის დროზე იგივე ჯგუფმა, “ჯიუტები” ქვიათ თუ “ჭუტები” თუ რაღაცა, მოაწყო პროვოკაცია პარლამენტის შენობის წინ და მათ ეჭირათ ბილწსიტყვაობის შემცველი ბანერები და მას კონკრეტულმა დიპლომატმა უწოდა გამოხატვის თავისუფლება. კონკრეტულმა დიპლომატმა წაახალისა ზიზღის ენა და ბილწისტყვაობა და წაახალისა პოლარიზაცია. ეს აღიქვეს როგორც მწვანე შუქი კონკრეტულმა ადამიანებმა, ამ ე.წ. ჭუტებმა, ჯიუტებმა ბოდიში და მოაწყეს მორიგი პროვოკაციები ამ დღეების განმავლობაში. პრინციპულად მიუღებელია, როდესაც კონკრეტული დიპლომატები საქართველოში ახალისებენ პოლარიზაციას, მათ უნდა მიხედონ საკუთარ ქვეყანაში იმ პოლარიზაციას, რომელიც ღვივდება ყოველდღიურად”

აცხადებს “ქართული ოცნების’ თავმჯდომარე კობახიძე, თუმცა არ ასახელებს რომელ დიპლომატს გულისხმობს.
შეგახსენებთ, პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებს რამდენიმე დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლური რიტორიკის გასაპროტესტებლად ბანერები წარწერით – “ირაყლი” ჰქონდათ გამოტანილი.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...