მთავარისიახლეებიმსოფლიოვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო საქართველოს მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს - ღარიბაშვილი

ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო საქართველოს მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს – ღარიბაშვილი

Published on

ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი მისი პირადი მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილს შარლ მიშელმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა

სიახლეები

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მან რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ის...

ვგმობთ ამაღლობელის პოლიტიზირებულ განაჩენს – 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა

ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის,...

ეს არაა განაჩენი, ეს არის დასჯის დემონსტრაციული აქტი-ამაღლობელის ადვოკატი

მზია ამაღლობელის ადვოკატის მაია მწარიაშვილის თქმით, მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ გამოცხადებული განაჩენი მზია ამაღლობელის...

მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...