მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინული დივერსია მელიტოპოლში: ქალაქი ოკუპანტებისთვის სულ უფრო საშიში ხდება

უკრაინული დივერსია მელიტოპოლში: ქალაქი ოკუპანტებისთვის სულ უფრო საშიში ხდება

Published on

13 ივნისს მელიტოპოლში მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა. იმდენად მძლავრი, რომ მისი ხმა ახალ მელიტოპოლში, ქალაქის ჩრდილოეთითაც ისმოდა.

ამ ინციდნეტის შესახებ რუსულმა პროპაგანდამ დუმილი ამჯობინა, თუმცა, ქალაქში იმავე საღამოს შეიყვანეს გასამხედროებული ჯგუფები, რომლებიც დივერსანტებს ეძებენ.

ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როცა რელსებზე სატვირთო მატარებელი მოძრაობდა.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, მინიმუმ, 6 ვაგონი რელსებიდან გადავიდა და გადაბრუნდა, 50 მეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთი კი დაზიანდა.

ეს პირველი დივერსია არ არის – რკინიგზაზე მსგავსი ფაქტი მანამდეც მოხდა, რის შემდეგაც ელმავლები სპეციალური საფარით მოძრაობენ, რომელმაც, წინასწარი ვარაუდით, დარტყმა თავიას კორპუსზე უნდა მიიღოს და აფეთქებამ არ უნდა დააზიანოს ელმავალი და ვაგონები, მაგრამ როგორც ჩანს, უსაფრთხოების ეს ზომა ნაკლებად ეფექტურია.

სიახლეები

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მან რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ის...

ვგმობთ ამაღლობელის პოლიტიზირებულ განაჩენს – 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა

ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის,...

ეს არაა განაჩენი, ეს არის დასჯის დემონსტრაციული აქტი-ამაღლობელის ადვოკატი

მზია ამაღლობელის ადვოკატის მაია მწარიაშვილის თქმით, მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ გამოცხადებული განაჩენი მზია ამაღლობელის...

მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...