რუსი სამხედრო მიმომხილველები და კორესპონდენტები ღრმა მწუხარებით წერენ, რომ ზაპოროჟიის ოლქში მიმდინარე მძიმე ბრძოლების დროს რუსეთის 35-ე არმიის შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი სერგეი გორიაჩევი მოკლეს.
ამ გენერლის “მონაგარშია” არმიის ხელმძღვანელობა დნესტრისპირეთში, ტაჯიკეთში 201-ე არმიის ბაზის მეთაურობა, ასევე, ხაბაროვსკში სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობა.
უკრაინაში შეჭრის დროს გორიაჩევი მე-5 ცალკეული სატანკო ბრიგადის მეთაური იყო და 35-ე არმიის მეთაურის მოადგილემდე (შტაბის უფროსი) “გაიზარდა” და სწორედ ამ “ზრდისას” მიიღო გენერალ-მაიორის წოდება.
აღსანიშნავია, რომ რუსულ მხარეს გენერალ-მაიორის დაღუპვის ფაქტი ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
–
შენიშვნა: “გააორასეს” – სიტყვა მომდინარეობს რუსული სამხედრო ტერმინისგან “გრუზ200”, რაც მოკლულ სამხედრო პირს ნიშნავს და იგულისხმება, რომ მოკლეს, ჩააქვესკნელეს, “კობზონის კონცერტზე გაგზავნეს”.
ომის 475-ე დღე: საჰაერო შეტევა უკრაინაზე, ZSU-ს წინსვლა, ოკუპანტთა პანიკა