მთავარისიახლეებიმსოფლიოZSU რთულ ტაქტიკურ, შეტევით ოპერაციას ატარებს - აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ZSU რთულ ტაქტიკურ, შეტევით ოპერაციას ატარებს – აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

Published on

ზაპოროჟიეს მიმართულებაზე რუსული არმიის პოზიციები ველიკაიას ნოვოსელკას სამხრეთით- დაახლოებით 20 კმ-იანი სიგანის ზონა რუსი ოკუპანტებისგან უკვე სრულად გაწმენდილია- უკრაინელმა მებრძოლებმა გაათავისუფლეს დასახლებები- ნესკუჩნოე და ნოვოდონეცკოე.

სრული სიჩუმის რეჟიმის მიუხედავად, ცნობილი ხდება, რომ ბოლო ინფორმაციით, უკრაინის არმია ამჟამად წუხელ რუსი ოკუპანტების პოზიციებს ნესკუჩნოეს სამხრეთით- სტოროჟევეესა და ბლაგოდატნოეში უტევდა. 

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხა რუსი ოკუპანტების თავდაცვის პირველი ხაზის გარღვევა ზოგიერთ მიმართულებაზე“ – წერენ ბრიტანული დაზვერვის ანალიტიკოსები და დასძენენ:

„ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინელი ჯარისკაცების მიერ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ცალკეულ სექტორებში წარმატების მისაღწევად“.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა მეზენიტეებმა 6 დრონი-კამიკაძე ჩამოაგდეს, ხოლო მწყობრიდან გამოყვანილი და ლიკვიდირებულია დაახლოებით ათასი ოკუპანტი. 

“უკრაინის არმია მტრის თავდაცვითი ზღუდეების გარღვევის მიზნით რთულ ტაქტიკურ ოპერაციას ატარებს, თუმცა, რეზერვები სრულად ჯერ არ ჩაურთავს, რუსეთის სამხედრო შენაერთებს კი სულ უფრო და უფრო უჭირთ შეტევების მოგერიება”, – წერენ აშშ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები. 

სიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა

უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შედანია "აზოვის"...

გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს, 16:00 საათზე გამოცხადდება

სინდისის პატიმრის, გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება, ხვალ, 6 აგვისტოს, 16:00 საათზე გამოცხადდება. გადაწყვეტილებას მოსამართლე...

9 აგვისტომდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, აღმოსავლეთში - ზოგან...

მზია და ნინო პოლიტპატიმრები არიან-იტალიელი სენატორი

გუშინ, 4 აგვისტოს იტალიის სენატში მოსმენის დროს სენატორმა მარკო ლომბარდომ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებზე ისაუბრა....