აშშ-მა გამოაცხადა უკრაინისთვის ახალი სამხედრო პაკეტის შესახებ, რომლებშიც უპილოტო საფრენი აპარატები PUMA-ც შედის.
პაკეტში, ასევე შედის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტები HAWK. რაც შეეხება PUMA-ს, ის დაეხმარება უკრაინელებს სამიზნეებზე ზუსტ დარტყმებში.
PUMA დრონების ახალი თაობაა და იმ დრონებისგან (“ფურია”, “ლელეკა 100”, Spectator, PD-1) რომლებიც უკვე აქვს უკრაინას შეიარაღებაში, გაუმჯობესებული ოპტიკით გამოირჩევა.
ამ დრონებს კომპანია AeroVironment 2007 წლიდან ამზადებს. დრონების შემსყიდველი 20-მსდე სახელმწიფოა, მათი უმრავლესობა კი ნატოს წევრია. ყველაზე თანამედროვე მოდელებია Puma 3AE და Puma LE.
Puma 3AE უფრო მცირე მოპცულობისაა, მისი მახასიათებლები ასე გამოიყურება::
- ფრთები მოძრაობაში – 2,8 მ, სიგრძე – 1, 4 მ.
- წონა: 6,8 კგ.
- მართვის სიშორე: 20 კმ (მანძილი 60 კმ-მდე იზრდება დამატებითი კავშირის სისტემის LRTA-ს გამოყენების შემთხვევაში)
- ფრენის ხანგრძლივობა: 2,5 სთ
Puma LE მოცულობითაც დიდია და უკეთესი მახასიათებლებიც აქვს:
- ფრთები მოძრაობაში – 4,6 მ, სიგრძე – 2,2 მ.
- წონა: 12,2 კგ.
- მართვის სიშორე: 20 კმ (მანძილი 60 კმ-მდე იზრდება დამატებითი კავშირის სისტემის LRTA-ს გამოყენების შემთხვევაში)
- ფრენის ხანგრძლივობა: 6,5 სთ-მდე.