მთავარისიახლეებიმსოფლიოანა მალიარი სრული სიჩუმის რეჟიმის აუცილებლობაზე მიანიშნებს

ანა მალიარი სრული სიჩუმის რეჟიმის აუცილებლობაზე მიანიშნებს

Published on

უკრაინის არმიის მიერ კონტრშეტევის დაწყება ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღესაც დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ დეტალებზე საუბარს არ აპირებს. კანადის პრემიერთან ერთობლივი ბრიფინგის დროს, ზელენსკიმ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა:

“ყველანი პოზიტიურად ვართ განწყობილი, ზუსტად ასე გადაეცით პუტინს”,- თქვა მან და დაამატა:

“უკრაინაში მიმდინარეობს კონტრშეტევითი მოქმედებები, მაგრამ რა სტადიაში ის, ამის შესახებ დაწვრილებით არაფერს ვიტყვი. მე არ დავუჯერებდი ტელეგრამ-არხებს, განსაკუთრებით, პუტინისას… უნდა დავუჯეროთ ჩვენს სამხედროებს”.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი კი ისევ სრული სიჩუმის რეჟიმის აუცილებლობაზე მიანიშნებს:

“სანამ ჩვენი მეომრები იბრძვიან, უპასუხეთ საკუთარი თავისთვის დასმულ შეკითხვას: მზად ვარ თუ არა მე, ჩვენი მებრძოლების დახმარების მიზნით, ამა თუ იმ დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ შევიტყო არა იქ ჩვენი ბიჭების შესვლის, არამედ მათი იქ გამაგრების დროს?

მზად ვარ თუ არა მე გადავიტანო მტრის ინფორმაციული შეტევები, პროვოკაციული შიგთავსის გავრცელებით საომარი მოქმედებების ზონიდან და არ დაველოდო, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დაიწყებს თავის მართლებას თითოეულ პოსტსა და ვიდეოზე?”, – წერს ანა მალიარი. 

სიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა

უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შედანია "აზოვის"...

გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს, 16:00 საათზე გამოცხადდება

სინდისის პატიმრის, გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება, ხვალ, 6 აგვისტოს, 16:00 საათზე გამოცხადდება. გადაწყვეტილებას მოსამართლე...

9 აგვისტომდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, აღმოსავლეთში - ზოგან...

მზია და ნინო პოლიტპატიმრები არიან-იტალიელი სენატორი

გუშინ, 4 აგვისტოს იტალიის სენატში მოსმენის დროს სენატორმა მარკო ლომბარდომ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებზე ისაუბრა....