მთავარისიახლეებისაზოგადოებაბრიუსელის სავარძლიდან, კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ბავშვური არგუმენტებით - პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე

ბრიუსელის სავარძლიდან, კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ბავშვური არგუმენტებით – პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე

Published on

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უპასუხისმგებლოს და ზედაპირულს უწოდებს იმ ევროპარლამენტარების შეფასებებს, რომლებმაც ბრიუსელში გუშინ მიმდინარე განხილვისას საქართველო რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო გააკრიტიკეს.

პაპუაშვილის შეფასებით ბრიუსელიდან გაჟღერებული მოსაზრებები და არგუმენტები “ბავშვური” იყო.

“სანქცია დაწესებული იყო რუსეთის მხრიდან და ჩაკეტილი იყო ფრენები. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ეს სანქცია მოხსნა, აღდგა ძველი რეჟიმი, რაც გულისხმობს რომ აღდგა ის ჩარჩო-შეთანხმებები, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ 2010 წელს იყო გაფორმებული და ამ ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში კომპანიებმა რა თქმა უნდა მიმართეს შესაბამის ინსტიტუტებს ფრენების განხორციელების მიზნით.

როდესაც საუბრობენ რომ თანხმობა იყო საჭირო, რა თქმა უნდა, თუკი საქართველო სანქციას დაუწესებდა, ეს იყო გზა, რომ არ დაგვეშვა ორმხრივი ფრენები. მაგრამ, ამ ადამიანებს მინდა ვკითხო, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან, კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ამ ბავშვური არგუმენტებით, საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქციები რუსეთს და ამით მოახდინოს ესკალაცია ურთიერთობის.

ეს აჩვენებს უპასუხისმგებლობას ამ ადამიანების შეფასებებისა და ზედაპირულობას,” – ამბობს პაპუაშვილი

შეგახსენებთ, რომ გუშინ 8 ივნისს ბრიუსელში ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომა გაიმართა. კომიტეტის სხდომის ფარგლებში ევროპარლამენტარებმა კრიტიკულად შეაფასეს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...