მთავარისიახლეებისაზოგადოებაბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა

ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა

Published on

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა. მისი მიზანი ექსპორტისა და რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის შეზღუდვაა.

სანქციების ახალი პაკეტი ოქროს, ცემენტის, ხე-ტყისა და რეზინის იმპორტს კრძალავს. ასევე ფართოვდება სანქციების კრიტერიუმები, რაც მთავრობას საშუალებას აძლევს შეზღუდვები უფრო ფართო სპექტრზე გაავრცელოს, როგორიცაა თანაშემწეები, მრჩევლები, მინისტრები.

ბრიტანეთი ასევე ბლოკავს ქვეყნიდან ბელარუსში ბანკნოტებისა და აღჭურვილობის, საქონლის, ტექნოლოგიებისა და მასალების ექსპორტს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოებისთვის.

ახალი ზომები ასევე აძლევს მთავრობას საფუძველს, რომ ბელარუსული მედია ორგანიზაციების პროპაგანდის გავრცელება არ მოხდეს დიდ ბრიტანეთში, მათ შორის ინტერნეტის საშუალებით.

“ახალი პაკეტი აძლიერებს ეკონომიკურ ზეწოლას ლუკაშენკოსა და მის რეჟიმზე, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს რუსეთის ომის ძალისხმევას და უგულებელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი მტკიცე დარჩება მანამ, სანამ საჭირო იქნება და დიდი ბრიტანეთი არ დააყოვნებს შემდგომი ზომების შემოღებას მათ წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერს პუტინის ომს”, – თქვა ჯეიმს ქლევერლიმ.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...