მთავარისიახლეებისაზოგადოება"ნუ აბრალებთ სხვებს, ჩაიხედეთ სარკეში" - ევროპარლამენტარი "ოცნებას"

“ნუ აბრალებთ სხვებს, ჩაიხედეთ სარკეში” – ევროპარლამენტარი “ოცნებას”

Published on

ბრიუსელში, ევროპარლამენტში მიმდინარე ასოცირების საბჭოზე, ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის მწვავე გამოსვლის საპასუხოდ, “ოცნების” წარმომადგენელმა მაია ბითაძემ ისაუბრა, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში:

“ჩვენ ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, სანამ ქართული ოცნება მოვიდოდა სათავეში. ჩვენ ტელეფონით საუბრისაც კი გვეშინოდა. ფაქტობრივად ყველა ოჯახი იყო დაზარალებული. ფაქტობრივად ყველა ოჯახის ერთი წევრი მაინც იჯდა ციხეში, იყო წამების მსხვერპლი და ჩვენ არ გაგვიგია განსაკუთრებული შეშფოთება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ეს შეამცირებს ქვეყანაში პოლარიზაციას, იმიტომ რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების განცხადებები პოლარიზაციის ზრდად უწყობს ხელს.” თქვა ბითაძემ.

ევროპარლამენტარმა კი მას პრემიერ ღარიბაშვილის ანტიდასავლური რიტორიკა შეახსენა და მისი ერთ-ერთი გამოსვლიდან ციტატაც მოიყვანა:

“მე მინდა მოგიყვანოთ თქვენი პრემიერმინისტრის ციტატა ინტერვიუდან, რომელიც მან ტელეკომპანია იმედს მისცა. „ევროპარლამენტმა საკუთარ თავს მიხედოს. ნუ გვკარნახობს, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ისინი ცდილობენ, რომ საქართველო ომში ჩაითრიონ“. მე აქ კიდევ მაქვს უამრავი ციტატა და შემიძლია წავიკითხო ყველა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, ეს კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარეა და ჩვენი მოგონილი არ არის. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი დისკუსია იწვევს პოლარიზაციას საქართველოში, მინდა გირჩიოთ, რომ ნუ აბრალებთ სხვებს, ჩაიხედეთ სარკეში” მიმართა ევროპარლამენტარმა “ოცნების” წარმომადგენელს.

შეგახსენებთ, ბრიუსელში დღეს ასოცირების საბჭოს სხდომაზე, საქართველოს მხრიდან, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მსჯელობენ. სხდომაზე მწვავე განცხადებები გააკეთა მარია კალიურანდმა და აღნიშნა, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტის მიმართულებით არის არასრული და ხშირად ზედაპირული. მან ამის მიზეზებიც დაასახელა და აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები უკვე დაიღალნენ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმის მოსმენით, რომ თითქოს ევროპას საქართველოს ომში ჩათრევა უნდა.

სიახლეები

სოციალური საწარმო ”Mego Bar”-ი დღეს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვას უერთდება

Mego Bar უერთდება საყოველთაო გაფიცვას, 15 იანვარს, 15:00 დან 18:00 სთ მდე არ იმუშავებს უფასო...

”საერთაშორისო გამჭვირვალობა” ზვიად ქორიძეზე თავდამსხმელების დაკავებას ითხოვს

   ბათუმში წუხელ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' განცხადებას ავრცელებს,რომელსაც ოდიშინიუსი უცვლელად გთავაზობთვეხმიანებით...

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება დღევანდელ საყოველთაო გაფიცვას

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას და 15:00 საათიდან 18:00 საათამდე წყვეტს მუშაობას. საყოველთაო...

დღეს, 15 საათზე “იფიცება საქართველო”

დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. პროტესტის მიზანი...