მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაეროში კახოვკის კაშხლის აფეთქებაზე იმსჯელეს

გაეროში კახოვკის კაშხლის აფეთქებაზე იმსჯელეს

Published on

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე იმსჯელეს უკრაინაში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესახებ. უკრაინა მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, კრემლი კი ტრადიციულად ბრალდებებს უარყოფს.

რუსეთის წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ “კიევის რეჟიმმა” ააფეთქა კაშხალი და ეს გააკეთა, ძალების გადაჯგუფებისთვის.

უკრაინის წარმომადგენელმა სერგეი კისლიცამ საპასუხოდ თქვა, რომ რუსეთი “საკუთარი სიცრუის ტალახში იძირება”. მისივე განცხადებით, მცირეა იმის შანსი, რომ ქვეყანამ, რომელმაც სასოწარკვეთილად უარყო მისი სამხედრო დანაშაულები მარიუპოლში, ბუჩაში, იზიუმში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, აღიაროს პასუხისმგებლობა დღევანდელ კატასტროფაზე.

“ეს არის ტერორისტული აქტი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომლის მიზანია რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მსხვერპლის მიყენება და მაქსიმალური განადგურების გამოწვევა.

გადამწვარი მიწის ტაქტიკის, ან ამ შემთხვევაში, დატბორილი დედამიწის ტაქტიკის გამოყენებით, რუსმა ოკუპანტებმა ფაქტობრივად აღიარეს, რომ ოკუპირებული ტერიტორია მათ არ ეკუთვნით და მათ არ შეუძლიათ დაიკავონ ეს მიწები”, – თქვა სერგეი კისლიცამ.

უკრაინის პოზიციას სრულად დაუჭირა მხარი ლატვიის ელჩმა, რომელმაც ისაუბრა ბალტიის სამივე ქვეყნის სახელით.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...