მთავარისიახლეებიმეჩვენება, რომ ღარიბაშვილს არ სურს საქართველო NATO-ს წევრი გახდეს - ჰოჯესი

მეჩვენება, რომ ღარიბაშვილს არ სურს საქართველო NATO-ს წევრი გახდეს – ჰოჯესი

Published on

აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი ბრატისლავაში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გაკეთებულ განცხადებებს “ამერიკის ხმასთან” გამოეხმაურა.

ჰოჯესის თქმით, ღარიბაშვილის განცხადებები შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მას არ სურს ქვეყანა NATO-ს წევრი გახდეს.

“ჩემთვის ეს აღიქმება ისე, რომ საქართველო აღარ არის NATO-ს ასპირანტი. ვგულისხმობ იმას, რომ პრემიერმინისტრი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა NATO-ს გაფართოების გამო. მე მეჩვენება, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს არ სურს, საქართველო NATO-ს წევრი გახდეს, რადგან შიშობს და გულისხმობს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი საქართველოს თავს დაესხმება. ორი რამ – ის იყენებს კრემლის ნარატივს იმის შესახებ, თუ რა ხდება უკრაინაში, ეს ჩემთვის გაუგებარია და მეორე, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მის განცხადებაზე დაყრდნობით კი ჩანს, რომ მას აშკარადა არ აქვს არანაირი განზრახვა და ინტერესი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ საქართველოსთან გაერთიანდეს, – თქვა ბენ ჰოჯესმა.

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი”.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...