მთავარისიახლეებიკაშხლის აფეთქება ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს უქმნის უკრაინის სამხრეთს - შმიგალი

კაშხლის აფეთქება ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს უქმნის უკრაინის სამხრეთს – შმიგალი

Published on

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, ნოვა კახოვკის კაშხლის განადგურებამ შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს.

“მსოფლიომ ამას უნდა უპასუხოს დაუყოვნებლივ. არა მხოლოდ სიტყვებით, ქმედებით”, – თქვა შმიგალმა.

როგორც შმიგალმა აღნიშნა, დატბორილი ტერიტორიებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. კერძოდ მისი ინფორმაციით, ევაკუაცია გამოცხადდა ქალაქ ხერსონის ოსტრივის მიკრორაიონიდან, ასევე ევაკუაციის მატარებლები მობილიზებულია მიკოლაევში.

უკრაინული მხარის ცნობით, ოკუპანტებმა ჰიდროელექტროსადგური დღეს, 6 ივნისს ააფეთქეს. აფეთქების გამო, წყალდიდობის საფრთხის წინაშე არიან მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებები.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკის ჰესის აფეთქების გამო უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...