რუსებმა უკრაინაში 210 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს – უკრაინის გენშტაბი

0
152

უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 210 350-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 410 – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 848 ტანკს, 7 523 ჯავშანტექნიკას, 3 567 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 313 საბრძოლო თვითმფრინავს და 298 ვერტმფრენს, 6 312 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 189 უპილოტო საფრენ აპარატს, 484 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 136 ფრთოსან რაკეტას.

წინა სტატიამოვუწოდებ შსს-ს, არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა – ომბუდსმენი გრიგორიადისზე
შემდეგი სტატია“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისევ რუსული მთავრობა გვმართავს” – “ჯიუტი” დღეს აქციას გამართავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური