მძიმე მდგომარეობაში ვართ, ვერცერთ შედეგს მივაღწიეთ, ზოგიერთ მიზანს აღარც აქვს აზრი – ზატულინი

0
161

რუსეთის დუმის დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამბობს, რომ რუსეთი ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მან ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია.

ამავე განცხადებაში კონსტანტინე ზატულინი საქართველოსაც ახსენებს და ამტკიცებს, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა.

“თუ სწორად გავიგე, აქ გვაქვს გამარჯვებულების კონგრესი. ვფიქრობ, ეს ცოტა ნაადრევია. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. რა იყო ჩვენი მიზნები სამხედრო ოპერაციის დასაწყისში – დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, უკრაინის ნეიტრალიტეტი და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებთა დაცვა. ვერცერთ შედეგს მივაღწიეთ. უფრო მეტიც, ზოგიერთ მიზანს აღარც აქვს აზრი.

უკრაინის არმიის მაღალი მოტივაცია გამომდინარეობს რწმენიდან, რომ ჩვენ ვართ აგრესორი. მე არ მივეცი ხმა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას. ვთავაზობდი სხვა ვარიანტს – გვეღიარებინა ისინი მათზე უკრაინის თავდასხმის შემთხვევაში, ანუ საქართველოს ვარიანტი – როდესაც თავს დაესხნენ სამხრეთ ოსეთს და ჩვენ ვაღიარეთ ოსეთი და აფხაზეთი. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გავებმებოდით იმ მახეში, რომელშიც ახლა ვართ და მივეცით ყველას მიზეზი, რომ ეს ბლოკი შექმნილიყო ჩვენს წინააღმდეგ. ეს შეცდომა იყო და ჩვენ ახლა, როგორც ამბობენ, მხოლოდ ერთი მიმართულების ბილეთი გვაქვს”, – თქვა ზატულინმა.

წინა სტატია“ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის” წევრებმა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის შეწყალების მოთხოვნით ადმინისტრაციაში წერილი შეიტანეს
შემდეგი სტატიარესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური