ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს

0
335

სერია A-ს ბოლო ტურის მატჩის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი საზეიმოდ გადასცეს.

კვარაცხელია “ნაპოლიში” გასული წლის ზაფხულში გადავიდა და პირველივე სეზონში ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

კვარაცხელიამ ჩემპიონატის 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და თავისი გუნდის მიერ სკუდეტოს მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

სეზონის საუკეთესო მცველის პრიზი კიმ მინ ჯეს გადაეცა, ხოლო საუკეთესო თავდამსხმელის – ვიქტორ ოსიმენს.

წინა სტატია“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისევ რუსული მთავრობა გვმართავს” – “ჯიუტი” დღეს აქციას გამართავს
შემდეგი სტატიაარის სხვადასხვა ქვეყნები, კომპანიები, რომელთა გარეშეც რუსეთი ვერ შეძლებდა იარაღის, მათ შორის რაკეტების წარმოებას – ზელენსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური