მთავარისიახლეებიმსოფლიოკიდევ ერთი იერიში კიევზე: ქრონოლოგია და პრეისტორია

კიდევ ერთი იერიში კიევზე: ქრონოლოგია და პრეისტორია

Published on

უკრაინის დედაქალაქი უკვე ზედიზედ ერთი კვირაა, მასობრივი სარაკეტო იერიშის სამიზნეა – გამონაკლისი არც ეს ღამე აღმოჩნდა, იერიშსა და აფეთქებებს ვიტალი კლიჩკო ადასტურებს, მუშაობს ჰსთ სისტემები.

აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვშიც.

ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ზუსტი მუშაობის შედეგად, ამ დროისთვის უკრაინის თავზე ცა, სავარაუდოდ, უსაფრთხოა, – ამის შესახებ მონიტორინგის სამსახურები იუწყებიან, თუმცა, მოქალაქეებს მოუწოდებენ, ჯერჯერობით არ დატოვონ თავშესაფრები.

იერიშის ქრონოლოგია და პრეისტორია:

თბილისის დროით დაახლოებით 01:00-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენგელსის სტრატეგიული ავიაბაზიდან დაფიქსირდა 6 Tu-95MS-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების აფრენა, რომლებსაც შეეძლოთ KH-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება უკრაინის ქალაქების მიმართულებით. .

შავი ზღვის აკვატორიაში კი ხომალდების კონცენტრაცი დაფიქსირდა, რომელთაც “კალიბრის” ტიპის რაკეტების გაშვება შეეძლოთ. სავარაუდოდ, კიევი კომბინირებული საჰაერო თავდასხმის სამიზნე გახდა, როგორც ამ ორი დღის წინ “სამხრეთის” დაჯგუფების სპიკერი ნატალია გუმენიუკი ვარაუდობდა…

იერიშის შედეგების შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...