რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური მოკლეს

0
148

ბრაზილიური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური, 31 წლის ილია კახაბერიძე მოკლეს.

ის გემის ინჟინერი იყო. მედია წერს, რომ ცხედარი 30 მაისს, რიოს ცენტრში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იპოვეს.

სასტუმროს თანამშრომელმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა, ნახეს კამერების ჩანაწერებიც, სადაც ჩანდა სავარაუდო დამნაშავე.

ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. მედია წერს, რომ მას თან ჰქონდა მოკლულის 3 საბანკო ბარათი, პირადობის მოწმობა და სხვა ნივთები.

წინა სტატიარამზან კადიროვი ახალ შეტევით მიმართულებებს აანონსებს
შემდეგი სტატიატელერადიოკომპანია “ოდიშის” ტელეგრამ-არხის პოპულარობა იზრდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური