მთავარისიახლეებიპოლიტიკაკიევზე სარაკეტო შეტევის დროს დაღუპული სამი ადამიანიდან ორი ბავშვია

კიევზე სარაკეტო შეტევის დროს დაღუპული სამი ადამიანიდან ორი ბავშვია

Published on

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქს ისევ შეუტიეს – კიევზე ბალისტიკური რაკეტებითა და კამიკაძე დრონებით მიიტანეს იერიში.

აქტიურად მუშაობდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, ქალაქში Patriot-ების და სხვა ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსთა ზალპი არ წყდებოდა. განადგურებული რაკეტების ნამსხვრევებით, სამწუხაროდ, ისევ ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალდა:

დნეპრისა და დესნას რაიონებში სარაკეტო დარტმების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი ბავშვი. დაჭრილთა რიცხვმა ამ დროისთვის 14-ს მიაღწია,  საერთო ჯამში კი 9 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია – ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. 

ამასთან, კიევის დაბომბვის შემდეგ, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში რამდენიმე ,ძლავრი აფეთქების ხმა გაისმა: “საშინელება ხდება ბელგოროდში” – წერენ ადგილობრივი მცხოვრებლები.

მოსკოვის გარეუბან ბალაშიხას კამიკაძე-დრონით შეუტიეს

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...