უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

0
125

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზვიად გიგანი დაიღუპა.

ქართველი სამხედრო საბრძოლო დანაყოფების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობდა. ის უკრაინაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.

დღეს გამთენიისას კი საქართველოში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული 43-ე ქართველი – ვახტანგ ბარაბაძე. ის 4 აპრილს ბახმუტთან ოკუანტების საარტილერიო იერიშს ემსხვერპლა, თუმცა ფრონტის ხაზზე არსებული მძიმე ვითარების გამო ცხედრის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

ბარაბაძე უკრიანელ მებრძოლებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ომის დაწყებიდან მალევე შეურთდა, მანამდე მას 2008 წლის ომის დროს, გორში, რეზერვში ყოფნის გამოცდილება ჰქონდა. ვახტანგ ბარაბაძე „ქართული ლეგიონის“ იმ 24 მებრძოლთა შორის იყო, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ძებნა გამოაცხადეს.

ტელერადიკომპანია ოდიში უსამძიომრებს დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად საქართველოს:

გმირები არ კვდებიან! დიდება გმირებს!

პრიგოჟინი რუსულ მედიას ფრონტზე არსებული მდგომარეობის დამალვაში სდებს ბრალს

წინა სტატიაპრიგოჟინი რუსულ მედიას ფრონტზე არსებული მდგომარეობის დამალვაში სდებს ბრალს
შემდეგი სტატიარამზან კადიროვი ახალ შეტევით მიმართულებებს აანონსებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური