მთავარისიახლეებისაზოგადოებაომის პარტიამ ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები გამოაგორა - კობახიძე დასავლელ პარტნიორებზე

ომის პარტიამ ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები გამოაგორა – კობახიძე დასავლელ პარტნიორებზე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბრატისლავაში პრემიერმინისტრის “უწყინარ და ლოგიკურ” განცხადებებს “აბსურდული” და “გაუგებარი” კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

კობახიძის თქმით, გლობალურმა ომის პარტიამ სცენაზე “ძველი და ახალი აგენტები გამოაგორა”.

“გლობალურმა ომის პარტიამ ამ კამპანიაში ჩართო აბსოლუტურად ყველა აგენტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მე მათ ვურჩევდი, მომავალში ნაკლებად გააშიშვლონ ხოლმე საკუთარი აგენტები. გამოაგორეს ძველი ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები, ახალი აგენტები. ლორა თორნტონი საერთოდ არ გვახსოვდა და უცებ გამოაგორეს. ანუ ყველა გლობალური ომის პარტიის ძველი თუ ახალი აგენტი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ყველა გამოიყვანეს სცენაზე და ალაპარაკეს სრული აბსურდი იმ სრულიად უწყინარ და ლოგიკურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გააკეთა პრემიერმა”, – თქვა კობახიძემ.

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა მორიგი ანტიდასავლური და პრორუსული განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

ღარიბაშვილის განცხადებებს პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა, რის გამოც პაპუაშვილმა Twitter-ზე ვრცელი განცხადება გაავრცელა. პაპუაშვილი ამტკიცებდა, რომ ღარიბაშვილის განცხადებები დამახინჯებულად და ინტერპრეტირებულად გავრცელდა. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთს აკრიტიკებდა და წერდა, რომ “უფლება აქვთ ეჭვქვეშ დააყენონ ზოგიერთი მეგობრის კრიტიკა და დამოკიდებულება, რადგან საქართველოს მიმართ ბევრჯერ უსამართლო, თითქმის ფარისევლური მოპყრობა ჰქონდათ”.

განცხადებაში პაპუაშვილი კანდიდატის სტატუსის არმიღებაზე პასუხისმგებლობას ისევ დასავლეთს აკისრებდა და წერდა, რომ “საქართველოს ყველა მცდელობის მიუხედავად, შევიდეს ნატოსა და ევროკავშირში, ჩვენ არასოდეს ვიღებთ დამსახურებულ საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან”.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...